საზოგადოება
31.03.2025 11:08
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს დასრულდება

სახელმწიფო პროგრამის- „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს, 31 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70% დაფინანსდება. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი,არაუმეტეს 80%.

რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსებას, 50%-ია (მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე). სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი, არაუმეტეს 60% (მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარი 0.5 ჰა-ზე).

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

კვირის ამბები