საზოგადოება
28.03.2025 12:54
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია არასტაბილური ამინდი, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

28 მარტს გორში მზიანი ამინდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.

+ 21 გრადუსი და პერიოდულად ღრუბლიანობაა ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 29 მარტს.

სინოპტიკოსების ცნობით, +23 გრადუსი, ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 30 მარტს.

ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 31 მარტს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.

1-ელ აპრილს დღე უნალექოდ ჩაივლის, 2, 3 და 4 აპრილს კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ჰაერი კი 2 აპრილს +19 გრადუსამდე გათბება, 3 და 4 აპრილს კი მოსალოდნელია მხოლოდ +12 გრადუსი.

კვირის ამბები