საზოგადოება
28.03.2025 11:41
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროგრამები და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. „გორის მაცნეს“ ინფორმაცით, საბჭოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე უძღვებოდა.

სხდომას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც მუნიციპალიტეტების მერებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში განსახორციელებელი ახალი პროექტებიც მოიწონეს.

შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსამ თვეში ერთხელ იკრიბება.

კვირის ამბები