საზოგადოება
27.03.2025 15:32
საქართველოს ტერიტორიაზე გაშენებული ატმის ბაღების ფართობი გაიზარდა

საქართველოს მასშტაბით გაშენებული ატმის ბაღების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 54%-ით გაიზარდა და 57 ჰექტარს შეადგენს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ატმის ბაღების გაშენება, 2024 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency-ს თანადაფინანსებით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განხორციელდა და ბაღების გაშენება სახელმწიფომ 320 ათასი ლარით დააფინანსა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სრულმა ინვესტიციამ 900 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ატმის ბაღების გაშენება 234 ჰექტარ ფართობზე 1.2 მლნ ლარით დაფინანსდა.

 

კვირის ამბები