სპორტი
27.03.2025 15:28
2026 წელს საქართველო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2026 წელს საქართველოში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტურნირის ჩატარების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.

კონტინენტის პირველობას თბილისი მომავალი წლის 23-26 აპრილს უმასპინძლებს. ჩემპიონატზე ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.

„საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები