საზოგადოება
27.03.2025 12:01
განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება

„განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქ. N5ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N1060; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

კვირის ამბები