საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის გორელთა გუნდური პირველი ადგილით დასრულდა.
სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი - ოქროს, სამი - ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალია.
საბა მინდიაშვილი (45 კგ.), ნიკა მაჭარაშვილი (48 კგ.), თემო თუთარაშვილი (55 კგ.) და გიგა ოთინაშვილი (80 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ადგილზე ნიკა მაყიშვილი (45 კგ.), დათა პაპუკიშვილი (60 კგ.) და რატი რევაზიშვილი (71 კგ.) გავიდნენ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, გიორგი ქარელი (45 კგ.), ტარიელ საათაშვილი (51 კგ.), გოგა კოპაძე (51 კგ.), აკაკი მაზმიშვილი (65 კგ.), დემეტრე ბოლოთაშვილი (80 კგ.) და საბა პაპაშვილი (92 კგ.) დაეუფლნენ.
მოპოვებული მედლებიდან თერთმეტი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, ხოლო ორი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენების ანგარიშზეა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საქართველოს პირველობა გორის სპორტის სასახლეში ჩატარდა.