კულტურა
25.03.2025 12:52
გორის თეატრს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრი ეწვევა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორის თეატრს ეწვევა და წარმოდგენას გამართავს.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, 31 მარტს 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ღვთისიაშვილის რეჟისორული ნამუშევარი„ჰამლეტი“.

ორმოქმედებიანი სპექტაკლში ნიკოლოზ ფაიქრიძე, ელენე დარჩია, ქეთი ჩაჩუა, მარიამ ჩუხრუკიძე, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, ალექსანდრე კვეზერელი, დევი რეხვიაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე და გიორგი ჯიქურიძე მონაწილეობენ.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები