სპორტი
24.03.2025 11:31
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი ორი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეჯიბრის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ წევრია.

ვერცხლის მედალს გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტი თემურ ნოზაძე (66 კგ.) გურამ თუშიშვილთან (+100 კგ.) ერთად დაეუფლა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ნინო ლოლაძის (57 კგ.), ირაკლი ბეროშვილის (81 კგ.), ზაურ დვალაშვილის (81 კგ.), ირაკლი ჯაბნიაშვილის (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილის (+100 კგ. ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი’) ანგარიშზეა.

მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

 

კვირის ამბები