სპორტი
23.03.2025 21:15
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს 6:1 სძლია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

ორი მატჩის ჯამში, ვილი სანიოლის გუნდმა სომხეთს 9:1 სძლია და ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში კვლავ B დივიზიონში იასპარეზებს.

„მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშების მოგება და B ლიგაში დარჩენა, რადგან მხოლოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით შეგვიძლია გავაგრძელოთ განვითარება. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, სადაც მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ, მათ შორის თავდასხმაში. მეორე ტაიმი განსხვავებული იყო, რთული იყო 5:0-ის შემდეგ ინტენსივობის შენარჩუნება. ბევრი ცვლილება განვახორციელეთ და საინტერესო იყო მოედანზე შემოსული ფეხბურთელების ხილვა.
ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ვითამაშებთ სექტემბერში, თუმცა, რამდენიმე სათამაშო სქემის გამოყენება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს თამაშისთვის მოსამზადებლად. ეს კარგია ჩვენთვის და მომავალში უფრო მეტად გაგვაძლიერებს”, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. შეხვედრები სექტემბერში დაიწყება.

კვირის ამბები