დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ გორელი მაყურებლისთვის სპექტაკლი გამართა.
წარმოდგენას გორის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. თეატრისმოყვარულებმა ნოდარ დუმბაძის პიესის - „Hellados“-ის მიხედვით დადგმულისპექტაკლი იხილეს.
აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ ცნობილია ინოვაციური და არასტანდარტული დადგმებით. ამიტომ თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა მწერლის შემოქმედება ამჯერადაც განსაკუთრებული ხედვით გააცოცხლა სცენაზე.
რაც შეეხება სპექტაკლის მონაწილეებს, დასის 42 წევრიდან, 21 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობია.
ღონისძიებას ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლები, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს