რეგიონი
21.03.2025 12:58
შიდა ქართლში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში, სპორტდარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობა 2 სართულიანია, რომლის პირველ სართულზეც მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, საშხააპეები და სველი წერტილები, ასევე, სამედიცინო და სამუშაო ოთახები. შენობის მეორე სართულზე მოეწყობა მაყურებლებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეც.

„შესასრულებელი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სტადიონის შემოღობვის და შეღებვის სამუშაოები, მოწყობილია ტრიბუნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური საფარის მოწყობაც.

აღსანიშნავია, რომ ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, სტადიონის მოწყობის სამუშაოებიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები