მონრეალის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული კლასის ოსტატის, რამაზ ხარშილაძის ხსოვნის ტურნირზე გორელებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრში 2012-2013 და 2014-2015 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები ცოტნე შაქარაშვილი (38 კგ; 2012-2013 წწ.), ზურა გოგიაშვილი (50კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი ლოლოშვილი (55 კგ; 2012-2013 წწ.), ლაშა ჯოლბორდი (60კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი პიპანაშვილი (66 კგ; 2012-2013 წწ.), დავით ჯოლბორდი (+66კგ; 2012-2013 წწ.), ირაკლი კოპაძე (30 კგ; 2014-2015 წწ.), როლანდი ბალიაშვილი (38 კგ; 2014-2015 წწ.), გიორგი მურაჩაშვილი (42 კგ; 2014-2015 წწ.) და თაზო პაპიტაშვილი (+55 კგ; 2014-2015 წწ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ნიკოლოზ დათუაშვილი (55 კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი ხანიშვილი (60 კგ; 2012-2013 წწ.), საბა კოკაური (66 კგ; 2012-2013 წწ.), ანდრია მუგასაშვილი (24 კგ; 2014-2015 წწ.), ნიკოლოზ ბუზალაძე (38 კგ; 2014-2015 წწ.), მათე ბედოშვილი (46 კგ; 2014-2015 წწ.), დემეტრე მახარაშვილი (50 კგ; 2014-2015 წწ.) და გეგა გეგელაშვილი (55 კგ; 2014-2015 წწ.) გავიდნენ.
ბრინჯაოს მედალს კი, გაგა მჭედლიძე (42 კგ; 2012-2013 წწ.), რატი როსტომაშვილი (42 კგ; 2012-2013 წწ.), ნიკოლოზ თაყაძე (46 კგ; 2012-2013 წწ.), მურმან ხადური (55 კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი ეშმაკურაშვილი (60 კგ; 2012-2013 წწ.), საბა გაგნიძე (66 კგ; 2012-2013 წწ.), ლექსო მაყიშვილი (+66 კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი სირბილაძე (30 კგ; 2014-2015 წწ. ) და ცოტნე ხარხელი (50 კგ; 2014-2015 წწ.) დაეუფლნენ.
რაც შეეხება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებს, მათ ანგარიშზე ოთხი მედალია.
ლევან თედეშვილმა (+66 კგ.) სპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა. თემურ ხუციშვილი (27 კგ.), გიორგი ჯაბახიძე (42 კგ.), ლუკა სურამელი (50 კგ.) კი შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
რამაზ ხარშილაძის მემორიალური ტურნირი ხაშურში ჩატარდა.