სპორტი
20.03.2025 11:24
გორის „გორი“ „მშვიდობის თასი 2025“-ის მესამე ადგილის მფლობელია

საფეხბურთო კლუბი გორის „გორი“ ტურნირის - „მშვიდობის თასი 2025“-ის მესამე ადგილის მფლობელია.

ტურნირი 2010 წელს დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.

გორის გუნდი შეჯიბრზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა მარიამიძე, სანდრო ოქროპირიძე, სერგი მერაბიანი, ლუკა კოკოზაშვილი, კახი წკრიალაშვილი, მათე მაკრახიძე, ნიკოლოზ მახოხაშვილი, მერაბი ბაბუციძე, ნიკოლოზ ქესანაშვილი, ალექსანდრე რაზმაძე, გეგა გიგაური, გიორგი გიუნაშვილი, ლუკა ოდიკაძე, დაჩი მღებრიშვილი, თენგო მაზმიშვილი, ლადო მირაზანაშვილი, მათე თედეევი, ნიკოლოზ ახობაძე, დავით წეველიძე, დავით ბალაშვილი, აჩიკო ოლგესაშვილი, ვაჟა ხაჩირაშვილი და იულონ ქუჯოშვილი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო გუნდმა „გორი“ ტურნირზე საპრიზო ადგილი მესამედ დაიკავა.

კვირის ამბები