გორის სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას უმასპინძლებს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი 21-25 მარტს ჩატარდება და 17-წლამდელებს შორის გაიმართება.
რაც შეეხება ორთაბრძოლებს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ასპარეზობა 22 მარტს 11:00 საათიდან დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.
24 მარტიდან კი შეჯიბრში თავისუფალი სტილით მოჭიდავები ჩაერთვებიან. სპორტის აღნიშნულ სახეობაში ფინალური შეხვდრები 25 მარტს ჩატარდება.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
„პირველობა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესების თანახმად ჩატარდება. შეჯიბრი მიზნად სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაციას, გაფართოებას და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების ჩამოყალიბებას ისახავს“, - აღნიშნულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს