კონფლიქტები
25.03.2020 11:03
ე.წ. საზღვრის დამრღვევებს დე ფაქტო ცხინვალი ჯერ კარანტინში გადაიყვანს, შემდეგ კი მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს

დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დამრღვევებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებით, 25 მარტიდან, ,,რესპუბლიკის საზღვრის“ დამრღვევ პირებს ჯერ კარანტინში გადაიყვანენ, შემდეგ კი, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

დე ფაქტო  КГБ-ს ცნობით, ზომების გამკაცრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე ღონისძიებებს უკავშირდება.

კვირის ამბები