სპორტი
18.03.2025 12:56
საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში გორელმა გიგი ქარელმა მეორე ადგილი დაიკავა

ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს პირველობაზე გორელმა გიგი ქარელმა მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის დარბაზშიჩატარდა და მოჭიდავეები პირველობისთვის ექვს წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გორელი სპორტსმენის გარდა, ტურნირში შიდა ქართლში მცხოვრები მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. კასპელმა სპორტსმენებმა: თემო გოგრიჭიანმა (55 კგ.), ლუკა მღებრიშვილმა (60 კგ.) და გიორგი თაბუაშვილმა (+81 კგ.) - პირველი, მიშო ოდოშაშვილმა (60 კგ.) კი მეორე ადგილი დაიკავეს.

რაც შეეხება ქარელელ სპორტსმენებს, ნიკოლოზ ჭყოიძე (73 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. გიორგი მჭედლიშვილი (60 კგ.) მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს პირველობა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

კვირის ამბები