გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტში ამინდი გაუარესდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18-22 მარტს მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.
რაც შეეხება დეტალურ პროგნოზს, 18 მარტს გორში ნავარაუდევია ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, 16 საათიდან კი მოსალოდნელია წვიმა.
19 მარტს ნავარაუდევია ღრუბლიანი ამინდი, დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი +5-ს, პერიოდულად იწვიმებს.
20 მარტს გორში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი მოსალოდნელია მხოლოდ +1, პარალელურად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.
ღრუბლიანობა, დღისით მაქსიმალური +4, ღამით კი 0 გრადუსი და თოვლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 21 მარტს.
22 მარტს, ასევე ღრუბლიანობა, დღისით მაქსიმალური +6, ღამით კი 0 გრადუსი და გარკვეულ მონაკვეთებში მცირე ნალექია ნავარაუდევი.
23 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს.