საზოგადოება
13.03.2025 15:49
გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გზის 850 მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, დაწყებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია.

კვირის ამბები