საზოგადოება
13.03.2025 13:36
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეკომპონენტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. რაც შეეხება სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობას 18%-ია.

„ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) მოყვანის მიმდინარე ხარჯების შემცირებაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯი, გამოყენებული საწვავის ხარჯი. ქვეკომპონენში განსაზღვრულია ერთი საოპერაციო წლის განმავლობაში კონკრეტული ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

კვირის ამბები