ცოტა ხნის წინ, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფება სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და სამართალდამცავები. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს