საზოგადოება
12.03.2025 14:41
საერთაშორისო გამოფენაში - Foodex Saudi 2025 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს

საერთაშორისო გამოფენაში - Foodex Saudi 2025 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 19 მარტის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ საკვები ან/და სასმელი (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა) პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

„საერთაშორისო გამოფენა - Foodex Saudi 2025 21 - 24 სექტემბერს საუდის არაბეთის ქალაქ რიადში მოეწყობა და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

2024 წელს გამოფენაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე კომპანია 50 ქვეყნიდან. გამოფენას 18 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

კვირის ამბები
Loading...