მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 409 014 ადამიანს შეადგენს. ვირუსის შედეგად მსოფლიოში დაიღუპა 18 246 ადამიანი, გამოჯანმრთლდა 106 593 პაციენტი.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 743 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 6820-მდე გაიზარდა.
მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 54030 ადამიანი.
რთული მდგომარეობაა შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთშიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება