სამართალი
11.03.2025 22:58
გორში, პაპის მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილიშვილს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარი განზრახვით მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა.

„ბრალდებული სამართალდამცავებმა 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კვირის ამბები