მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები 21 აპრილის ჩათვლით ყოველ შაბათს, კვირას და ორშაბათს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი თბილისიდან 00:30 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 06:05 საათზე ჩავლენ.
ბათუმიდან კი თბილისის მიმართულებით რეისი 00:04 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 06:02 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით და საქართველოს რკინიგზის სალაროებში შეძლებენ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი