ქალთა კვირეულის ფარგლებში, გორში ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში მოეწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მოწვეულ სტუმრებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს. საზოგადოება „ბილიკის“ აღსაზრდელებმა კი სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირები გადასცეს.
შეგახსენებთ, ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკა ყოველდღიურად მასპინძლობს პატარა მკითხველს და საზოგადოებას სხვადასხვა ღონისძიებაზე ეპატიჟება.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს