საზოგადოება
24.03.2020 12:19
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 საეჭვო პაციენტის ანალიზებში კორონავირუსი არ დადასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 7 საეჭვო პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები ჩამოვიდა, არცერთ მათგანს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდარსტურდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 53 პირი რჩება, მათგან 33 სამხედრო მოსამსახურეა, 20 კი - სამოქალაქო პირი, რომელთა შორის 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღნიშნული პაციენტებიდან 2-ს კორორნავირუსით ინფიცირების დადასტურება აქვს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკური ნიშნები მსუბუქადაა გამოხატული.
ამ დროისთვის, დამატებით ნიმუშები კვლევებისთვის გაგზავნილი არ არის.

კვირის ამბები