მეცნიერებათა სკოლა გორში იურისტის ვაკანსიას აცხადებს.
დამსაქმებლის მოთხოვნით, ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამართლის დარგში და რეზიუმე.
„თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მეცნიერებათა სკოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე“, - ნათქვამია დამსაქმებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 17 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.