სამართალი
07.03.2025 10:12
ახალბაღის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურ ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახალბაღის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურ ტბაში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ცხედარი იდენტიფიცირებულია და იგი გორში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.
გარდაცვლილის ნაცნობების ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მამაკაცი ტბის სიახლოვეს იმყოფებოდა, წყალში ჩავარდა და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

კვირის ამბები