ტურიზმი
06.03.2025 15:02
თებერვალში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 9 819 შეადგინა

თებერვალში გორის მუნიციპალიტეტს 9 819 ვიზიტორი ეწვია.

მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მარტამდე მუნიციპალიტეტს 20 373 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 16 754 უცხოელია.

უნდა აღინიშნოს რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე თვეს დამთვალიერებლთა რაოდენობა 342 ადამიანითაა გაზრდილი. 2024 წლის თებერვალში გორის მუნიციპალიტეტს 9 477 ვიზიტორი ეწვია.

კვირის ამბები