გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის (9-15 წელი) და დასაქმების მიღმა მყოფი ქალებისთვის ხელოვნების უფასო კურსს იწყებს.
კურსის ხანგრძლივობა სამ თვეს გასტანს და კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის მიმართულებებს მოიცავს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ქალებისთვის ტრადიციული რეწვის ხელოვნების სწავლებაა, რაც მათ ახალი უნარების შეძენის, შემოქმედებით თვითგამოხატვის და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის შესაძლებლობას მისცემს.
მოზარდებისთვის კი ძველი ქართული ტექნიკების გაცნობას, მოტორიკის და კრეატიული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად.
მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება ელექტრონულად გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი