კულტურა
05.03.2025 11:39
9 მარტს გ. ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს „მტრის კოსმეტიკას“ წარუდგენს

რეჟისორი თათა პოპიაშვილი 9 მარტს გორელ თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.

წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია და ლევან ოზგებაშვილი (საქარტველოს დამსახურებული არტისტი) მონაწილეობენ.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.

სპექტაკლზე სკამების არასტანდარტულად განლაგების გამო ადგილები არ ინომრება.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები