საზოგადოება
24.03.2020 10:13
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 66-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ინფორმაცია ინფიცირების შემთხვევების შესახებ ამ წუთებში განახლდა.
კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 235 პირი იმყოფება.
ინფორმაციისთვის, 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.
კვირის ამბები