კულტურა
04.03.2025 15:53
ვახტანგ ჭანკოტაძემ მკითხველს კიდევ ორი წიგნი - „ნოველები“ და „როკვა გვარ-სახელებით“ უსახსოვრა

მწერალმა, გორის საპატიო მოქალაქემ და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ ჭანკოტაძემ მკითხველს კიდევ ორი წიგნი უსახსოვრა.

ბეჭდური გამოცემები სახელწოდებით - „ნოველები“ და „როკვა გვარ-სახელებით“ ახლახანს გამოიცა.

როგორც ავტორი ამბობს, წიგნებში შეტანილი მასალები, ამ დრომდე არსად გამოქვეყნებულა და მკითხველს მათი გაცნობის შესაძლებლობა პირველად მიეცა.

რაც შეეხება გამოცემების შინაარსს, „ნოველები“ მცირე ზომის 27 ამბავს აერთიანებს, „როკვა გვარ-სახელებით“ კი, იუმორისტული ხასიათისაა და ოთხასამდე სახელის და გვარის შესახებ დაწერილ სახუმარო ლექსს მოიცავს.

წიგნების გამოცემაში 92 წლის ავტორს მხარდაჭერა გორელმა ქველმოქმედებმა - ვალერი სუხიშვილმა, იოსებ მაკრახიძემ, ბესიკ კაიშაურმა, ბესო ზუბაშვილმა, ლია ქობესაშვილმა და გოგიტა თუშმალიშვილმა გაუწიეს.

შეგახსენებთ, ვახტანგ ჭანკოტაძე 1933 წელს დაიბადა. ღირსების მედლის კავალერი და აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი მწერალი 50-ზე მეტი წიგნის, ათეულობით სამეცნიერო შრომის, გამოგონების და ოთხასამდე პუბლიცისტური წერილის ავტორია.

კვირის ამბები