გ. ერისთავის სახელობის თეატრში 1-ელ მარტს ჩანიშნული სპექტაკლის - „მზე ისევ ამოვა“ ჩვენება გადაიდო.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიზეზი სპექტაკლში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის ავადმყოფობაა.
„აღნიშნული სპექტაკლის ჩვენება ჩაინიშნა 7 მარტს, 19:00 საათზე. 1-ელი მარტის წარმოდგენაზე დასასწრებად შეძენილი ბილეთებით ავტომატურად ისარგებლებთ 7 მარტს. სურვილის შემთხვევაში ბილეთების დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე: 0370277932; 577390350“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს