საინტერესო ამბები
07.10.2019 16:13
,,პოეზიის აფთიაქი” - ლიტერატურული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

ინგლისში, ქალაქ შროფშირში „პოეზიის აფთიაქი“ გაიხსნა. იდეის ინიციატორები კეილის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები არიან, ისინი ამტკიცებენ, რომ პოეზიას სამკურნალო სარგებლობის მოტანა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია.

„პოეზიის აფთიაქი“ მომხმარებელს სთავაზობს პოეზიის კურსებს, რომელიც ადამიანებს ფსიქიკურ ტრამვებთან ბრძოლაში დაეხმარება. პოეზიის კურსსა და საკითხავ მასალას ინდივიდის სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს „ფარმაცევტი“.

მომხმარებელს შეუძლია „აფთიაქის“ იმ ნაწილში დაჰყოს დრო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის სულიერ მდგომარეობას. აფთიაქში არსებობს სპეციალური კუთხე გულგატეხილი ადამიანებისთვის. სტუმრებს შეუძლიათ ნახონ ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშები, იკითხონ წიგნები, აიღონ მათთვის განკუთვნილი პატარ-პატარა საჩუქრები.

„პოეზიის პირველადი დახმარების“ ავტომობილები, ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში დადიან. აღნიშნული სერვისებით სარგებლობა ყოველ პარასკევს უფასოა, კვირის დანარჩენ დღეებში კი, ,,პოეზიის აფთიაქით“ მოსარგებლეებს შესაბამისი თანხის გადახდა უწევთ.
კვირის ამბები
Loading...