საზოგადოება
28.02.2025 12:43
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სერვისების მიღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ

იუსტიციის სახლებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სერვისების მიღება გახდა შესაძლებელი.

მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურების მიღება იუსტიციის სახლის 123 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, დაინტერესებული პირები მომხმარებლად რეგისტრაციას, ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებას, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებას, დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღებას, დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნას, ბრუნვის ისტორიიდან პირადი ინფორმაციის გამოთხოვას შეძლებენ. უწყება, ასევე, გასცემს მრიცხველის, მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმების და მომარაგების დროებითი გათიშვის/აღდგენის მოთხოვნასაც.

„კომუნალური სერვისით სარგებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან იჯარის უფლების რეგისტრაციისას. მოქალაქეებისთვის გამარტივებული და სრულყოფილი მომსახურება იუსტიციის სახლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ უწყებაში.  

 

კვირის ამბები
Loading...