სპორტი
23.03.2020 19:08
გორელმა მოჭადრაკემ საქართველოს პირველი ონლაინ ტურნირი მოიგო
გორელმა საერთაშორისო დიდოსტატმა დავით მაღალაშვილმა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული პირველი ონლაინ ტურნირი მოიგო.

ონლაინ ტურნირში ჩვენი ქვეყნის 142 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრი 9 ტურად ჩატარდა.

მაღალაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და 9-დან 8,5 ქულის მოგროვება შეძლო, რაც საუკეთესო შედეგი გახლდათ. მეორე და მესამე ადგილებზე მერი არაბიძე და ირაკლი ახვლედიანი გავიდნენ.
კვირის ამბები