კულტურა
26.02.2025 13:07
1-ელ მარტს გორის თეატრი სპექტაკლის - „მზე ისევ ამოვა“ ჩვენებას გამართავს

გ. ერისთავის სახელობის თეატრი სპექტაკლის - „მზე ისევ ამოვა“ ჩვენებას გამართავს.

მაყურებელი, მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას 1-ელ მარტს, 19:00 საათზე იხილავს.

სპექტაკლის რეჟისურა გიორგი თენაძეს ეკუთვნის.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები