საზოგადოება
25.02.2025 11:45
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ზამთარში მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად

ზამთარში, ქუჩის ცხოველებისთვის სიცივის და სისველისგან დაცული თავშესაფრის მოძებნა და საჭმლის მოპოვება განსაკუთრებით რთულია.

როგორც შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, ეს პერიოდი მიტოვებული ცხოველებისთვის შიშის და სტრესის მომგვრელია, ამიტომ მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს ვეტერინარები მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობენ.

„მეგობრებო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. გთხოვთ, გააღეთ ყველა სადარბაზოს კარი და შემოუშვით ძაღლები. ისინი ქუჩაში ყინვისგან იყინებიან.

თუკი, მათ თავშესაფრად სახლის შემოსასვლელს, ავტოფარეხს ან შენობის სხვა ისეთ ნაწილს შესთავაზებთ, რომელიც ყინვისგან, თოვლისგან და წვიმისგან დაიცავს ამით ჩვენ შევძლებთ მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

იყავით ლოიალურები! გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ გცივათ, მათაც სცივათ და გადარჩენისთვის თქვენგან მცირედი დახმარება სჭირდებათ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.

კვირის ამბები
Loading...