საზოგადოება
23.03.2020 15:37
განიხილება თუ არა 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადება

გამოცხადდება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად? - სოციალურ ქსელში, ამ საკითხზე მსჯელობა აქტიურად მიდის, თუმცა, მთავრობის ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გახმაურებულა.

საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დირექტივები და მითითებები რომ არ გაცემულა, ამას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც გვიდასტურებს. ნანა ტერმაკოზაშვილი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ამ დროისთვის, აკადემიურ წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ის პერიოდი, რაც მოსწავლეებმა ამ სასწავლო წლის განმავლობაში ისწავლეს, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აკადემიური წელი ჩაეთვალოთ. ვფიქრობ, თუ შევძლებთ და საგანმანათლებლო პროცესს 1-ლი მაისიდან გავაგრძელებთ, შაბათ-კვირისა და ზაფხულის გარკვეული პერიოდის ხარჯზე, შევძლებთ აკადემიური წლის დასრულებას“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

კვირის ამბები