თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული ორი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა, - ამის შესახებ ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა.
ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონასა და ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 53 პაციენტი. აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა, 20 კი - სამოქალაქო პირი.
,,სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონასა და ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 53 პაციენტი. აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა, 20 კი - სამოქალაქო პირი, რომელთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს, ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანის შემთხვევაში, სუსტადაა გამოხატული კლინიკური ნიშნები. გუშინ, დამატებით გაიგზავნა 5 სინჯი და ყველა პასუხი უარყოფითია. ამ წუთებში მიმდინარეობს სკრინინგი და გადაწყდება, კიდევ რამდენი ნიმუში გაიგზავნება ლაბორატორიაში“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.