წუხელ, გვიან საღამოს, მკვლელობა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში.
სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს სხეულის დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად, 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.
თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია და იგი ბოლო პერიოდში სასირეთში არ ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.