საზოგადოება
14.02.2025 13:04
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება 28 თებერვალს დასრულდება

სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით მიიღება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70% დაუფინანსდებათ. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი, დაფინანსების თანხა არაუმეტეს 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსებას, 50%-ია (მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე). სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი, არაუმეტეს 60%. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

 

კვირის ამბები