საზოგადოება
13.02.2025 16:09
საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2025 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2025  მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 25 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

„საერთაშორისო გამოფენა  - Caspian Agro 2025  13 - 16 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

2024 წელს გამოფენაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 27 ქვეყნიდან. გამოფენას 13 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

კვირის ამბები