საზოგადოება
13.02.2025 14:34
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა - საქართველოში რადიომაუწყებლობა 100 წელს ითვლის

დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს  გაეროს რადიო  პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო  დღის  აღნიშვნა.

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, რადიო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება. კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროსაც. რადიოს მთავარი დანიშნულება კი საზოგადოების ინფორმირება და გაერთიანებაა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგებაა. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობაა.

მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი, კავშირგაბმულობის შენობიდან პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა და წელს 100 წელი სრულდება, რაც მსმენელს ემსახურება. 
კვირის ამბები