გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეორე შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს ის მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება-გადამზადება და აღმზრდელ-პედაგოგების უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა; საგანმანათლებლო პერსონალის ანაზღაურების სისტემა; ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დანერგვის ხელშეწყობა; სასკოლო მზაობის პროგრამა; მონაცემთა ანგარიშგების სისტემა და შემუშავებული პროფესიული განვითარების მოდულების ბილინგვურ გარემოში ჩატარების საკითხები.
„კონფერენციაზე ჩატარებულ პანელურ დისკუსიებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, თანამშრომლები, საბავშვო ბაღების მენეჯერები, ტრენერები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) ფარგლებში ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები და ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.