საზოგადოება
12.02.2025 14:00
მიზნობრივი პროგრამა მეფუტკრეებისთვის

სოფლის განვითარების სააგენტო „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ აგრძელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ  მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

რაც შეეხება პირობებს, პროექტის ფარგლებში შესყიდვა უნდა  განხორციელდეს ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური, იურიდიული პირისგან ან იმპორტის გზით.

ამასთან, სკაზე დატანილი უნდა იყოს სკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (უნიკალური ნომერი) და პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა  იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. 

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო  მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი  პროგრამის თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანი ხარისხიანი თაფლის წარმოების  მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდაა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს  გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები