საზოგადოება
22.03.2020 13:07
იტალია მსგავს კრიზისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა - იტალიის პრემიერი

ქვეყანაში ყველა არააუცილებელი ქარხანა უნდა დაიხუროს, ვინაიდან იტალია მსგავს მწვავე კრიზისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. დახურვა არ შეეხება მხოლოდ იმ საწარმოებს, სადაც საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა მზადდება , - ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ადგილობრივი მედიით გააკეთა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში, ახალი კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში,  53578 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 4 825-ს მიაღწია.

კვირის ამბები