საზოგადოება
12.02.2025 12:04
მომდევნო დღეების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში გორის მუნიციპალიტეტში ნალექია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: 13 თებერვალს დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი გორში მოსალოდნელია -4 გრადუსი ყინვა, -8 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში.

მთელი დღის განმავლობაშია ნალექია ნავარაუდევი 14 თებერვალს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია -2, -6 გრადუსი ყინვა.

15-16 თებერვალი უნალექოდ ჩაივლის გორში, ჰაერი კი დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით მოსალოდნელია -4 გრადუსი ყინვა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17-დან 20 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად მცირე ნალექია მოსალოდნელი, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 17 თებერვალს ნავარაუდევია +9 გრადუსი, 18-ში +4, 19 თებერვალს +2 გრადუსი და 20 თებერვალს ჰაერი დღისით მხოლოდ +1 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები